fbpx
28/01/2021
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არჩევნების შედეგების გასაჩივრების ქრონიკა, რაც კაპიტოლიუმის შტურმით დასრულდა – მოვლენათა ჯაჭვი

16:21 იანვარი 7, 2021
წაკითხვის დრო:2წუთში წასაკითხი
A A
0
903
ნახვა

2020 წლის 3 ნოემბრამდე
↓
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა, რესპუბლიკური პარტიის და ტრამპის საარჩევნო შტაბის იურისტები რამდენიმე შტატის საჩივრის განხილვაში მონაწილეობდნენ. ისინი ფოსტით ხმის მიცემის ვადების გაზრდას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ ვადამდელი კენჭისყრის პროცესის დასაკვირვებლად ტრამპის შტაბის წარმომადგენლები დაეშვათ. საჩივრების უმეტესობა სასამართლოებმა არ მიიღეს. არჩევნებამდე ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ფოსტით ხმის მიცემა გაყალბების ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნებოდა (დემოკრატებმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ ხმის მისაცემად სწორედ ეს მეთოდი აერჩიათ, რათა კორონავირუსით ინფიცირების რისკი აეცილებინათ).

3 ნოემბერი
↓
დღე, რომელსაც მარტივად პრეზიდენტის არჩევნების დღე დაერქვა. სინამდვილეში, ამ დღეს ამომრჩეველი, ფორმალურად აძლევს ხმას კანდიდატს საარჩევნო კოლეგიისთვის საკუთარ შტატში. ფინალური კენჭისყრისთვის კი წინ დიდი გზაა გასავლელი. შედეგებს კი იანვრის დასაწყისში კონგრესი ამტკიცებს ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე. როგორც წესი, გამარჯვებული ცნობილი ხდება არჩევნების ღამესვე, ვინაიდან ცნობილი ხდება საარჩევნო კოლეგიების რა რაოდენობამ დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს . თუმცა, ამ არჩევნებზე წინასწარვე ცხადი იყო, რომ, მასობრივად ფოსტით ხმის მიცემის გამო. კენჭისყრა გაჭიანურდებოდა.

4 ნოემბერი
↓
არჩევნების ღამეს ტრამპმა საკუთარი გამარჯვების შესახებ გამოაცხადა და ბრძანება გასცა, რომ ხმების დათვლა დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო. მან მიმდინარე პროცესს „ამერიკელების მიმართ თაღლითობა“ უწოდა და დაიმუქრა, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართავდა (არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა იქ ემი ბარეტი დანიშნა და ამით კონსერვატული უმრავლესობა გააძლიერა).

იმავე დილით, ტრამპმა ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში „აშკარა გამარჯვების“ შესახებ განაცხადა. ასევე პენსილვანიაშიც – ანუ ექვსიდან 3 მთავარ შტატში, რომელთა შედეგები ჯერ ბუნდოვანი იყო. იმავდროულად, სამივეში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა და მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინაში მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა უმრავლესობა.

5 ნოემბერი
↓
ტრამპის თვითის შინაარსი მისი მხარდამჭერების მთავარ ლოზუნგად იქცა – „შეწყდეს დათვლა!“ და „შეწყდეს ქურდობა!“

STOP THE COUNT!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 5, 2020

იმავე დღეს სასამართლოებმა ტრამპის იურისტების საჩივრების განხილვა დაიწყეს, სადაც ისინი ითხოვდნენ ხმების დათვლის პროცესის გასაკონტროლებლად ტრამპის შტაბის წარმომადგენლების დაშვებას. პენსილვანიის სასამართლომ სარჩელი მას შემდეგ არ დააკმაყოფილა, რაც გაარკვია, რომ სინამდვილეში, მოქმედი პრეზიდენტის წარმომადგენლები იქ იმყოფებოდნენ. ამასთან, იურისტები მოითხოვდნენ არ დათვლილიყო ხმები, რომლებიც განსაზღვრული დროის შემდეგ მოვიდოდა. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მიჩიგანსა და ჯორჯიაში, სადაც იმ დროისთვის ხმების დათვლა უკვე დასრულებული იყო.

6 ნოემბერი
↓
ცნობილმა რესპუბლიკელებმა, მათ შორის ტრამპის მეტოქემ 2016 წლის შიდა არჩევნების დროს, ტედ კრიზმა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა, კევინ მაკარტნიმ, მოქმედი პრეზიდენტის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს. პარტიის სხვა წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამაზე.

7 ნოემბერი
↓
ქვეყნის მთავარმა მედიასაშუალებებმა გამოაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი საარჩევნო კოლეგიების 270 ხმას აგროვებდა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი იყო. ტრამპის შტაბში განაცხადეს, რომ „არჩევნების დასრულებამდე ჯერ შორი“ იყო და სასამართლოებში, კენჭისყრებთან დაკავშირებული უამრავი საჩივრით მიმართვა დააანონსეს.

10 ნოემბერი
↓
ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმწიფო უწყებებს ბაიდენის გარდამავალ გუნდთან თანამშრომლობა აუკრძალა.

13 ნოემბერი
↓
ხმათა გადათვლის შესახებ ტრამპის სარჩელები არ დაკმაყოფილდა პენსილვანიასა და მიჩიგანში. მოქმედი პრეზიდენტის გუნდმა სარჩელი თავად გამოიტანა არიზონას სასამართლოდან, ვინაიდან იქ ბაიდენის უპირატესობა საგრძნობლად დიდი იყო. ამასობაში იურისტებმა ზურგი აქციეს დონალდ ტრამპს და მან წარმომადგენლად პირადი ადვოკატი, ნიუ-იორკის ექს-მერი რუდი ჯულიანი დანიშნა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენის შესახებ კომპრომატების შეგროვებით იყო დაკავებული.

15 ნოემბერი
↓
ტრამპმა პირველად განაცხადა, რომ ბაიდენმა არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა გაყალბების წყალობით. მოგვიანებით მან ეს უარყო და თქვა, რომ არაფერი უღიარებია.

18 ნოემბერი
↓
ტრამპის წარმომადგენელმა, რუდი ჯულიანმა სასამართლოს სთხოვა ნებართვა, რომ პენსილვანიის სენატს, რომელიც რესპუბლიკელებისგან კონტროლდებოდა, დაენიშნა საარჩევნო კოლეგია, კენჭისყრის შედეგების მიუხედავად (ასეთი თეორიული შესაძლებლობა აშშ-ის კონსტიტუციით, დასაშვებია). ამას გარდა, იმ დღეებში მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პირადად ტრამპი (არაერთხელ) და მისი მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელ ჩინოსნებს აიძულებდნენ არ ეცნოთ არჩევნების შედეგები. ზოგმა ეს ზეწოლა დაადასტურა, ზოგმაც – არა.

24 ნოემბერი
↓
მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ხელისუფლების გადაცემისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ის აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას არჩევნების არსებული შედეგების წინააღმდეგ.

3 დეკემბერი
↓
არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში ტრამპმა გამოაქვეყნა 46-წუთიანი ვიდეო, სადაც კვლავ საუბრობს თაღლითურ არჩევნებზე და განაცხადა, რომ ეს არის მისი „ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა“, რაცკი ოდესმე წარმოუთქვამს.

8 დეკემბერი
↓
კონგრესში, კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკელებმა დაბლოკეს რეზოლუცია, სადაც ბაიდენი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

14 დეკემბერი
↓
საარჩევნო კოლეგიამ, 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად აირჩია. იმავე დღეს, რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა სენატში, მიტჩ მაკონელმა ბაიდენს პირველად უწოდა „არჩეული პრეზიდენტი“. ტრამპმა კვლავ უარი თქვა მარცხის აღიარებაზე. მიჩიგანში მისმა მხარდამჭერებმა ადგილოგრივი საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრის დაბლოკვა სცადეს.

ამავდროულად, ტრამპის გუნდმა წააგო და გამოითხოვა 50 სარჩელი 57-დან. ექსპერტების აზრით, მათი მიზანი საქმის უზენაეს სასამართლომდე მიყვანა იყო, სადაც მოსამართლეთა უმრავლესობა კონსერვატორია.

28 დეკემბერი
↓
წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტეხასის შტატიდან, ლუის გომერტმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უჩივლა და განაცხადა, რომ სწორედ მან, როგორც სენატის თავმჯდომარემ და არა სენატმა სრულად, უნდა დაამტკიცოს არჩევნების შედეგები. 1 იანვარს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ამ სარჩელის განხილვაზე. იგივე მოხდა აპელაციაშიც. ამის მიუხედავად, ტრამპი მაინც დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ პენსს აქვს უფლება, პირადად გადაწყვიტოს, რომელი კოლეგიის ხმები დაამტკიცოს და რომლის – არა.

2021 წლის 2 იანვარი
↓
11-მა რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ უარს იტყვიან არჩევნების შედეგების დადასტურებაზე, ვიდრე არ ჩატარდება კენჭისყრის ათდღიანი აუდიტი. მაიკ პენსმა მხარი დაუჭირა სენატორების განცხადებას.

3 იანვარი
↓
The Washington Post-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს არჩევნებზე მიცემული ხმები მის სასარგებლოდ გადათვალოს.

„უბრალოდ 11 780 ხმის მოძებნა მჭირდება, რადგამ ჩვენ მოვიგეთ ამ შტატში“ – ამბობს ტრამპი და წინააღმდეგობის შემთხვევაში დასჯით იმუქრება. რეფენსპერგერი მას მოთმინებით უხსნის, თუ რატომ ვერ შეძლებს ამ მოთხოვნის შესრულებას.

6 იანვარი
↓
კონგრესში დაახლოებით 12 საათზე დაიწყო ორივე პალატის ერთობლივი სხდომა, რომელსაც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ეს, როგორც წესი, ჩვეულებრივი ფორმალობაა, ვინაიდან ამ მომენტისთვის, გამარჯვებული ისედაც ცნობილია და დამარცხებულს ხელისუფლების გადაცემის პროცესი დაწყებული აქვს. გუშინ კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა – სხდომა რამდენიმე რესპუბლიკელის პროტესტმა ჩაშალა.

ამასობაში კი კაპიტოლიუმთან შორიახლოს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ, რომელზეც სიტყვით თავად მოქმედი პრეზიდენტიც გამოვიდა და განაცხადა, რომ არასდროს ცნობს არჩევნებში დამარცხებას.

„ჩვენ წავალთ კაპიტოლიუმში და მივესალმებით ჩვენს მამაც სენატორებს“ – განაცხადა ტრამპმა მქუხარე ტაშის ფონზე. ცოტა ხანში კი აქციის წევრები მართლაც გაემართნენ კონგრესისკენ, გაარღვიეს პოლიციის ბარიერი და შევიდნენ კომპლექსის ტერიტორიაზე.

 

წყარო: MEDUZA

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელებს

იანვარი 28, 2021
760
რეგიონები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება

იანვარი 28, 2021
762
მთავარი ამბავი

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

იანვარი 28, 2021
762

ბოლო განახლებები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელებს

იანვარი 28, 2021
760

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება

იანვარი 28, 2021
762

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

იანვარი 28, 2021
762

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

იანვარი 28, 2021
765

მე მინდა, რომ გავიცნო „ქართული ოცნება“ – ვახო მეგრელიშვილი

იანვარი 28, 2021
768

მიმოხილვა

რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურ შტამზე – მიმოხილვა

იანვარი 27, 2021
868

გამარჯვება 12 წლის შემდეგ – საქართველოს გზა სტრასბურგამდე – აგვისტოს ომის ქრონოლოგია მოკლედ

იანვარი 21, 2021
2k

რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება

იანვარი 11, 2021
14.2k

ბოლო სტატიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელებს

იანვარი 28, 2021

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

© 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია