სოფელ ბუკნარში მუსლიმმა მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია და ბუკნარის ცენტრში მივიდა, სადაც ტერიტორია დაიკავა.
მართლმადიდებელმა მოსახლეობა, რომელიც სოფლის ცენტრში აქციას მართავს, ნახევარი საათით ადრე დაიშალა და ტერიტორია დატოვა.
პოლიციამ კორდონი აღმართა და პერიმეტრს აკონტროლებს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე იმყოფებიან გურიის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, წუხელ რელიგიურ ნიადაგზე, სოფელ ბუკნარში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა ორი ახალგაზრდა, მათშორის ერთი არასრულწლოვანი, მას, თავზე ნაკერები დაადეს.
აღნიშნულ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი