Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5275 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2736, PCR ტესტით – 2539.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268502-ს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 607 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 12.