დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 525 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს კი, 1564 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მთლიანად, კორონავირუსი ქვეყანაში 3 211 576 ადამიანს გამოუვლინდა, 84 767 ადამიანი გარდაიცვალა.