დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე აცხადებს, რომ ის ფეხბურთელის სიკვდილზე პასუხისმგებელი არ არის.
„თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ.
შეგახსენებთ, არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას წინასწარი განზრახვის გარეშე შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს.