ერაყის თავდაცვითმა ძალებმა “ისლამური სახელმწიფოს”/”დაეშის” (არაბული აკრონიმი), „კომანდირი“ მოკლეს. ამბის შესახებ, ხუთშაბათს, ერაყის პრემიერ მინისტრმა – მუსტაფა ალ-ქადიმიმ განაცხადა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
“ისლამურმა სახელმწიფომ”, 21 იანვარს, ბაღდადში მომხდარ ბაზრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა, მალევე აიღო. ორმაგ აფეთქებას თან 32 ადამიანის სიკვდილი და 100-ზე მეტის დაშავება მოჰყვა.
მომხდარიდან ერთი კვირის თავზე, მუსტაფა ალ-ქადიმიმ Twitter-ზე გაავრცელა, რომ ჩრდ. ერაყში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 39 წლის აბუ იასარ ალ-ისავი – აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის კომანდირის მოადგილე და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, მოკლულია.
„”დაეშის” ტერორისტების დევნის შესახებ სიტყვა დავდე, ჩვენ მათ მჭექარე პასუხი გავეცით“ – განაცხადა ერაყის პრემიერმა.