“აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის რანგში ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, აზერბაიჯანში ექნება.
,,ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, აზერბაიჯანში მექნება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, მჯერა რომ ბატონი ალიევი, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას”, – აცხადებს ღარიბაშვილი.