ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
„დიახ, გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველომ სილა გააწნა სამშობლოს მოღალატეებს, ქართული მიწის გამყიდველებს, დედის და ტრადიციების შემგინებლებს!“, – წერს ხოფერია.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.