ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებს და ნიშნად ამისა, პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის მსხვილი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოვედი, რომ სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას. ნიკა მელიას პრობლემა არ არის მხოლოდ ნიკა მელიას პრობლემა“, – განაცხადა ფოფხაძემ
ცნობისთვის, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომდევნო დღეს კი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და განაცხადა, რომ გუნდთან ნიკა მელიას საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო თანამდებობა დატოვა.