გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კოვიდის ვაქცინის მიღება დროზე ადრე შეეძლებათ.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა კრიტიკის ობიექტი ვაქცინაციის შედარებით ნელი ტემპის გამო გახდა. ქვეყანაში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ვირუსის ახალი შემთხვევების შემცირების ფონზე კი სულ უფრო მეტად მოუთმენლები გახდნენ კარანტინის შემსუბუქების მოლოდინში, რომელიც უკვე მეოთხე თვეა, გერმანიაში მოქმედებს.