საქართვლეოს 38 მუნიციპალიტეტის 189 სოფლის რწმუნებულს, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებამ (GIZ) კომპიუტერები და პრინტერები გადასცა. “გერმანია მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობების დიგიტალიზაციას” – ამბის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო თავის Facebook გვერზე ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტების უკეთესი ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით ძნელად მისადგომი სოფლების მოსახლეობას ახლა უფრო გაუადვილდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სერვისების მისაღებად საჭირო განაცხადების წარდგენა. ეს კი, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის დროს, საგრძნობლად გაუადვილებს ცხოვრებას ასეთი სოფლების მაცხოვრებლებს” – წერია განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ GIZ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ელექტრონული ადმინისტრირების სისტემის შემოღებას მხარს უჭერს. წყარო მიხედვით, ამით საქართველოში, ადგილობრივი ადმინისტრაციების მდგრადი განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.