fbpx
09/03/2021
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიორგი ანწუხელიძის ცოლი: ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას!

19:54 იანვარი 21, 2021
წაკითხვის დრო:1წუთში წასაკითხი
A A
0
3.1k
ნახვა

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა.“ – ამის შესახებ აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ „პრაიმტაიმის“ განუცხადა.

მისი თქმით, დიდ ტკივილთან ერთად დღეს ბედნიერია.

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა გიორგი ანწუხელიძის ცოლობა.

დღეს, უდიდესი სიხარული მქონდა, დადასტურდა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ეს პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების გამარჯვებაა“, – განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული – გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლის ფასად უარი თქვა საქართველოს დროშის შეურაცხყოფაზე.

შეგახსენებთ, დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

თეგები: აგვისტოს ომიგიორგი ანწუხელიძემაკა ჩიკვილაძესტრასბურგის სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სტრასბურგის გადაწყვეტილებით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი, თითქოს ჩვენ თავს დავეცით ცხინვალს – თეა წულუკიანი 

თებერვალი 8, 2021
808
მსოფლიო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფუნდამენტურად შეცვალა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების ლანდშაფტი – ლორთქიფანიძე

თებერვალი 8, 2021
838
მთავარი ამბავი

მაინც შევუქმნით დისკომფორტს რუსეთს და დავუპირისპირებთ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეზეა – კახა კუჭავა

იანვარი 28, 2021
784

ბოლო განახლებები

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

მარტი 9, 2021
762

უბნები თბილისში, სადაც ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მარტი 9, 2021
785

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

მარტი 9, 2021
772

მარტვილის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაჰყავთ

მარტი 9, 2021
922
Director General Christian Danielsson speaks at a press conference during the Western Balkans Summit in Poznan on July 4, 2019

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის წარმომადგენელი დანიშნა

მარტი 9, 2021
818

მიმოხილვა

არის თუ არა ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა – რა ხდება სომხეთში (მიმოხილვა)

მარტი 1, 2021
1.3k

უცხოური მედია ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება

თებერვალი 23, 2021
981

განახლებადი: ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

თებერვალი 23, 2021
928

ბოლო სტატიები

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

მარტი 9, 2021

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია