„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათ ბრალს სავარაუდოდ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგენენ.
შსს ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.