დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ზოგიერთი პაციენტი, შესაძლოა, სასტუმროებში განათავსებენ.
ინფორმაციას Guardian- ი ავრცელებს.
„ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა ძალიან დიდია, ჩვენ ყველა გზას განვიხილავთ, რომ ეს რამენაირად შევამსუბუქოთ. ამ გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავთ, თუ პაციენტების სასტუმროში გადაყვანა კლინიკურად მართებული გადაწყვეტილება იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდპაციენტების მდგომაროება არ მოითხოვს მათ ჰოსპიტალიზებას“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.