დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავში, სოფელ მუქოში ავტოკატასტროფა მოხდა. ხევში მანქანა გადავარდა.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს” აცნობეს, შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. დაღუპულია 50 წლის ვახტანგ წოწკოლაური. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივია და ის ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.
მომხდარზე შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.