კორონავირუსის პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნებმა მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 60-70%-მა გამოიმუშაოს იმუნიტეტი და აღარ წარმოადგენდეს ინფექციის გავრცელების წყაროს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დასამარცხებლად, საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრაა საჭირო.
„თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება”, – აცხადებს გამყრელიძე.
მსოფლიო მასშტაბით ვაქცინაზე პრიორიტეტი მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ენიჭებათ.
|ვაქცინის რამდენი დოზაა გაკეთებული – ქვეყნების მიხედვით
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების მიხედვით, დოზები ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- აშშ (8თებერვლის მონაცემები)- 42,42 მილიონი
- ჩინეთი (3 თებერვლის მონაცემები) – 31, 2 მილიონი
- დიდი ბრიტანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 12,81 მილიონი
- ინდოეთი (8თებერვლის მონაცემები)- 6,26 მილიონი
- ისრაელი (8თებერვლის მონაცემები) – 5,7 მილიონი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები (8თებერვლის მონაცემები) – 4,41 მილიონი
- ბრაზილია (8თებერვლის მონაცემები) – 3,61 მილიონი
- გერმანია (7თებერვლის მონაცემები) – 3,28 მილიონი
- თურქეთი (8თებერვლის მონაცემები) – 2,66 მილიონი
- იტალია (8თებერვლის მონაცემები) – 2,63 მილიონი
- საფრანგეთი (7თებერვლის მონაცემები) -2,12 მილიონი
- ესპანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 2,11 მილიონი
- პოლონეთი (7თებერვლის მონაცემები) – 1,66 მილიონი
- კანადა (8თებერვლის მონაცემები) – 1,1 მილიონი
- რუსეთი (13 იანვრის მონაცემები) – 1 მილიონი
- ინდონეზია (8თებერვლის მონაცემები) – 985,855
- რუმინეთი (8თებერვლის მონაცემები) – 891,348
- მექსიკა (8თებერვლის მონაცემები) – 717,820
- სერბეთი (7თებერვლის მონაცემები) – 544,209
- არგენტინა (8თებერვლის მონაცემები) – 511,582
|მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კოვიდის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაკეთებული
8 თებერვლის მონაცემებით, ისრაელში მოსახლეობის 40,91%-ს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. დიდი ბრიტანეთში კი, 7 თებერვლის მონაცემებით, კოვიდის ერთი დოზა მოსახლეობის 18,11%-ს აქვს გაკეთებული.
დანარჩენი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:
- ბაჰრეინი (8თებერვლის მონაცემები) – 11,82%
- აშშ (8თებერვლის მონაცემები) – 9,67%
- მალტა (8თებერვლის მონაცემები) – 6,64%
- რუმინეთი (8თებერვლის მონაცემები) – 3,44%
- დანია (7თებერვლის მონაცემები) – 3,44%
- პოლონეთი (7თებერვლის მონაცემები) – 3,19%
- ირლანდია (5 თებერვლის მონაცემები) -3,06%
- ესპანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 2,82%
- საფრანგეთი (7თებერვლის მონაცემები) – 2,76%
- გერმანია (7თებერვლის მონაცემები) – 2,74%
- იტალია (8თებერვლის მონაცემები) – 2,4%
- არგენტინა (8თებერვლის მონაცემები) – 0,71%
- მექსიკა (8თებერვლის მონაცემები) – 0,5%
- ინდონეზია (8თებერვლის მონაცემები) – 0,3%
|მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კოვიდის ვაქცინის სრული, ორივე დოზა გაკეთებული
ჩამონათვალში ისრაელი ლიდერობს, სადაც ვაქცინის სრული დოზა 24,92%-ს აქვს გაკეთებული. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 2,85%-ია.
- დანია (7თებერვლის მონაცემები) – 2,4%
- მალტა (8 თებერვლის მონაცემები) – 2,25%
- სლოვენია (7თებერვლის მონაცემები) – 2,05%
- იტალია (8 თებერვლის მონაცემები) – 1,95%
- ესპანეთი (7თებერვლის მონაცემები) 1,68%
- ესტონეთი (8 თებერვლის მონაცემები) – 1,32%
- რუმინეთი (8 თებერვლის მონაცემები) – 1,2%
- პოლონეთი (7თებერვლის მონაცემები) – 1,19%
- გერმანია (7თებერვლის მონაცემები) – 1,17%
- დიდი ბრიტანეთი (7თებერვლის მონაცემები) – 0,76%
- არგენტინა (8 თებერვლის მონაცემები) – 0,42%
- საფრანგეთი (7თებერვლის მონაცემები) – 0,37%
- მექსიკა (8 თებერვლის მონაცემები) – 0,06%
- ინდონეზია (8 თებერვლის მონაცემები) – 0,06%
ყოველ ას მოსახლეზე გაანგარიშებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველაზე მეტ ადამიანს ისრაელში აქვს გაკეთებული (65,83). შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საამიროები (44,63), გაერთიანებული სამეფო (18,86), აშშ (12,62) ბაჰრეინი (11,82), მალტა (8,89) დანია (5,84), ირლანდია (4,67).
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge