fbpx
27/02/2021
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანია – ზალკალიანი

10:22 ნოემბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1წუთში წასაკითხი
A A
0
779
ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს.

ზალკალიანის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.

„ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს.

ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით.

თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავება – ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რა მიმართულებითაც ჩვენ ხელშესახები შედეგები. ყველაფერი ეს აისახა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში, ​მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას. ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხთან ერთად ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს როლზე. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი.

ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით. ცხადია, ვიმსჯელებთ ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

თეგები: დავით ზალკალიანიმაიკ პომპეო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

​როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში – დავით ზალკალიანი

თებერვალი 25, 2021
879
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ევა მარია ლიიმეტესთან

თებერვალი 23, 2021
784
საზოგადოება

დავით ზალკალიანი ელჩებს შეხვდა

თებერვალი 23, 2021
789

ბოლო განახლებები

ამ დროისთვის პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

თებერვალი 27, 2021
761

თუ ისევ დავიწყეთ დიდი ქორწილები და თავშეყრები, ინფექციის გავრცელება გვექნება – ამირან გამყრელიძე

თებერვალი 27, 2021
761

შეზღუდვების შემსუბუქება ხვალ და ზეგ არ იქნება – ამირან გამყრელიძე

თებერვალი 27, 2021
761

ჰაიტიში ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა

თებერვალი 27, 2021
761

ზუგდიდში დევნის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს

თებერვალი 27, 2021
1.1k

მიმოხილვა

უცხოური მედია ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება

თებერვალი 23, 2021
925

განახლებადი: ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

თებერვალი 23, 2021
899

როგორ დასრულდება COVID-19 – მიმოხილვა სხვა პანდემიების მაგალითზე

თებერვალი 23, 2021
850

ბოლო სტატიები

ამ დროისთვის პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

თებერვალი 27, 2021

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია