“ფეხბურთი თითქოს ეროვნული სპორტია, ქართველობის ნაწილიც კია. მიმაჩნია, რომ ქართველი კაცების მხრიდან ჩვენი ფეხბურთელების ბულინგი “რატომ არ გაიმარჯვე”, მგონია, რომ ცოტა გადამეტებულია. იმიტომ, რომ იმ მატჩებისთვის, რომლისთვისაც მე მიყურებია და წაგვიგია, მე მომწონებია იმიტომ, რომ თამაშიც პროცესი არის საინტერესო”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “ქალების ნარატივში” ისაუბრა.
“მე არ ვიქნები ისეთი მინისტრი, რომელიც რომელიმე სპორტსმენს დააბულინგებს, იმის გამო რომ მედალი ვერ ჩამოიტანა ან ვერ გაიმარჯვა, თუმცა, მეორე მხრივ, წარუმატებლობაში დიდ დიდძალ თანხებს ვერ ჩავდებთ. მაგრამ გარკვეული სპორტის ჟინისთვის სიცოცხლეც არ არის ცუდი ამბავი”,- განაცხადა წულუკიანმა.