fbpx
28/01/2021
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში

23:19 იანვარი 7, 2021
წაკითხვის დრო:3წუთში წასაკითხი
A A
0
3.9k
ნახვა

4 გარდაცვლილი, 52 დაკავებული, შტურმი კაპიტოლიუმში,  – აშშ-ს დემოკრატიისთვის ბნელი ღამე. სწორედ ამ სახელით შევიდა ისტორიაში 2021 წლის 6 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენები.

|რა მოხდა აშშ-ს კაპიტოლიუმში

6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

არჩევნების შედეგების გასაჩივრების ქრონიკა – მოვლენათა ჯაჭვი

დემონსტრანტები კაპიტოლიუმში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც შენობაში სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა.

კაპიტოლიუმის შენობის გარეთ ტრამპის ათასობით მხარდამჭერი საპროტესტო აქციას მართავდა, რათა მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომელიც არჩევნების შედეგებს ყალბად მიიჩნევს, მხარი დაეჭირათ.

დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ევაკუაცია გამოცხადდა. კონგრესმენებს, სენატორებსა და ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინეს. სამართალდამცავებმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს.

They’re in the chamber. One is up on the dais yelling “Trump won that election!” This is insane pic.twitter.com/p6CXhBDSFT

— Igor Bobic (@igorbobic) January 6, 2021

| როგორი იყო ხელისუფლების რეაგირება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების გამო ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერიმ ქალაქში კომენდანტის საათი (18:00-დან 06:00 საათამდე) გამოაცხადა.

ბოუზერის მოთხოვნით, ქალაქში ეროვნული გვარდიის ძალების მობილიზება მოხდა, რომელიც 1 100 ჯარისკაცისგან შედგებოდა. დააპატიმრეს 52 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატთა და რესპუბლიკელთა პარტიის შტაბებთან 2 ბომბი აღმოაჩინეს.

ბოუზერის მოთხოვნით, 21 იანვრამდე გახანგძლივდა საგანგებო მდგომარეობაც. ამის მიზეზი 20 იანვრის დაგეგმილი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გახდა. როგორც მერმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის აუცილებელია.

„პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არასწორია. დემონტრანტებმა, შესაძლოა, ძალადობრივი საპროტესტო აქციები ინაუგურაციის დღესაც გამართონ“,- განაცხადა ბოუზერიმ.

საპროტესტო აქციის მონაწილე ნენსი პელოსის სავარძელში
საპროტესტო აქციის მონაწილე ნენსი პელოსის სავარძელში

|რა თქვა ტრამპმა

მანამდე, სანამ საპროტესტო აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმისკენ გაემართებოდნენ, რამდენიმე საათით ადრე აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შეაჩერეთ ქურდობა“.  ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

მას შემდეგ კი, რაც საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე შემდეგი რაღაც დაწერა:

„კაპიტოლიუმში მყოფ ყველა ადამიანს მშვიდობისკენ მოვუწოდებ. არა ძალადობას“,- დაწერა ტრამპმა.

I am asking for everyone at the U.S. Capitol to remain peaceful. No violence! Remember, WE are the Party of Law & Order – respect the Law and our great men and women in Blue. Thank you!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 6, 2021

ოდნავ მოგვიანებით, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ვიდეო გამოაქვეყნა და მხარდამჭერებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა:

„სახლში წადით. ჩვენ მშვიდობა, წესრიგი და კანონი გვჭირდება. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსახლეობას, კანონსა და წესრიგს. არ გვინდა ვინმე დაშავდეს“.

თუმცა, ვიდეო მიმართვის გავრცელებიდან მალევე, ტრამპმა Twitter-ზე კვლავ არჩევნების გაყალბებაზე დაიწყო საუბარი.

„ასე ვითარდება მოვლენები, როცა არჩევნების წმინდა გამარჯვებას უცერემონიოდ და სასტიკად წაართმევ პატრიოტებს, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ცუდად და უსამართლოდ ექცეოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. ამ დღეს სამუდამოდ დავიმახსოვრებ“,- წერდა ტრამპი.

ტრამპის ეს პოსტი  Twitter-მა  რისკისშემცველად მონიშნა და ინტერაქციის ფუნქცია შეუზღუდა.

Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის გვერდის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

„ბოლო 24 საათის შოკისმომგვრელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს დარჩენილ დროში ძირი გამოუთხაროს მისი არჩეული მემკვიდრისთვის, ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიან და კანონიერ გადაცემას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დაშვების რისკები უბრალოდ ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბლოკირებას, რომელიც მის Facebook-სა და  instagram-ის ანგარიშებზე დავაწესეთ, განუსაზღვრელი ვადით და სულ მცირე შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა დასრულდება“, – აცხადებს ცუკერბერგი.

We believe the risks of allowing President Trump to continue to use our service during this period are simply too great, so we are extending the block we have placed on his Facebook and Instagram accounts indefinitely and for at least the next two weeks. pic.twitter.com/JkyGOTYB1Z

— Facebook Newsroom (@fbnewsroom) January 7, 2021

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში 12 საათით დაიბლოკა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზეზი სამომხმარებლო წესების დარღვევა და ძალადობის წამახალისებელი ტვიტებია. მათივე თქმით, თუ ტრამპი აღნიშნულ პოსტებს არ წაშლის, ანგარიშს განმეორებით დაბლოკავენ.

|4 გარდაცვლილი

კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა უამრავი ადამიანი.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი აშშ-ის საჰაერო ჯარების ვეტერანი, 35 წლის ეშლი ბაბიტია. ის აშშ-ს საჰაერო ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა.

ეშლი ბაბიტი

მისი ყოფილი მეუღლის, ტიმოთი მაკინტის თქმით, ტრამპის მხარდამჭერი ეშლი ბაბიტი სან დიეგოში დაიბადა და გაიზარდა, სამსახურებრივ საქმიანობას ავღანეთსა და ერაყში ასრულებდა.

„არასდროს დაგავიწყებოდათ მასთან შეხვედრა. ის იყო თავის თავში დარწმუნებული, ამავე დროს მზრუნველი, ტკბილი და მოსიყვარულე“,- აღნიშნავს მაკინტი.

ბაბიტის უკანასკნელი ტვიტი ასე გამოიყურება:

„ვერაფერი შეგვაჩერებს”.

Nothing will stop us….they can try and try and try but the storm is here and it is descending upon DC in less than 24 hours….dark to light!

— CommonAshSense (@Ashli_Babbitt) January 5, 2021

რაც შეეხება დანარჩენ სამ გარდაცვლილს, მათი სახელებია: 50 წლის ბენჯამინ ფილიპსი, 55 წლის კევინ გრეიზონი, 34 წლის როუზენ ბოილინი.

|როგორ გამოეხმაურა მოვლენებს ჯო ბაიდენი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ძალადობა დაგმო და საპროტესტო აქციის მონაწილეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

„ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე. ეს არის თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. უნდა განვაცხადო, რომ ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, დაუყოვნებლივ. რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, ეს არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ესენი არიან ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. კაპოტოლიუმის შტურმით აღება, ფანჯრების მსხვრევა, ოფისების დაკავება, სენატში და წარმომადგენელთა პალატაში შეჭრა, არჩეული ოფიციალურ პირების მუქარა, არ არის პროტესტი. ეს არის აჯანყება. ამას მსოფლიო უყურებს, ისევე როგორც ამერიკელები. ნამდვილად შოკირებული და დამწუხრებული ვარ. შემდეგი ოთხი წელი ვიმუშავებთ დემოკრატიის აღსადგენად“,- განაცხადა  ბაიდენმა.

President-elect Biden addresses the nation: https://t.co/BXM3SZK25R

— Biden-Harris Presidential Transition (@Transition46) January 6, 2021

|როგორ გამოეხმაურნენ მოვლენებს ამერიკელი ლიდერები

აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი

„კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილე ყველა ადამიანი უმკაცრესად დაისჯება“,- განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო

„დღეს აშშ-ს კაპიტოლიუმის შტურმი იყო, რაც მიუღებელია. უკანონობა და აჯანყება დაუშვებელია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყოველთვის მხარს ვუჭერ ყველა ადამიანის უფლებას, მშვიდობიანი პროტესტი გამოთქვას თავისი რწმენისა და მათი მიზეზების გამო“, – დაწერა პომპეომ.

The storming of the U.S. Capitol today is unacceptable. Lawlessness and rioting — here or around the world — is always unacceptable. I have travelled to many countries and always support the right of every human being to protest peacefully for their beliefs and their causes.

— Secretary Pompeo (@SecPompeo) January 6, 2021

აშშ-ს არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი

„მე ვუერთდები არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კაპიტოლიუმსა და ჩვენს საჯარო მოსამსახურეებზე თავდასხმის დასრულების მოთხოვნით”, – დაწერა აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.

I join President-elect @JoeBiden in calling for the assault on the Capitol and our nation’s public servants to end, and as he said, “allow the work of democracy to go forward.”

— Kamala Harris (@KamalaHarris) January 6, 2021

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა:

„ისტორია სამართლიანად გაიხსენებს კაპიტოლიუმში დღევანდელ ძალადობას, როგორც დიდი შეურაცხყოფისა და სირცხვილის მომენტს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის მიერ არის პროვოცირებული. ის აგრძელებდა უსაფუძვლო ტყუილს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თავებს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს სრული მოულოდნელობა იყო“,- განაცხადა ობამამ.

Here’s my statement on today’s violence at the Capitol. pic.twitter.com/jLCKo2D1Ya

— Barack Obama (@BarackObama) January 7, 2021

|როგორ გამოეხმაურა მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი:

„სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად მოხდეს“.

Disgraceful scenes in U.S. Congress. The United States stands for democracy around the world and it is now vital that there should be a peaceful and orderly transfer of power.

— Boris Johnson (@BorisJohnson) January 6, 2021

ნატოს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი:

„შოკისმომგვრელი სცენებია ვაშინგტონიდან. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ“.

Shocking scenes in Washington, D.C. The outcome of this democratic election must be respected.

— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) January 6, 2021

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი:

„დემოკრატიის მთავარი წესია, რომ არჩევნების შემდეგ არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. ორივე მხარე როლს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, რათა საბოლოო ჯამში დემოკრატია დარჩეს გამარჯვებულად. ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც ვაშინგტონში ხდებოდა. დემოკრატია აგრესორებსა და მეამბოხეებზე უფრო ძლიერია და რამდენიმე კვირაში აშშ დემოკრატიის ახალ ფურცელს გადაშლის“.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი:

„ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, მაგრამ გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიის. ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის”.

We believe in democracy.#WeAreOne pic.twitter.com/dj3hs66KKn

— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 7, 2021

|2012 წლის საქართველოს არჩევნები, როგორც მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარების მაგალითი

დემოკრატმა სენატორმა ჯინ ჰაშინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე საუბრისას მაგალითად 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მოიყვანა.

„2012 წელს ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად ვიმყოფებოდი საქართველოში და სენატის სახელით ვაკვირდებოდი არჩევნებს, რომელიც მიმავალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ახლად ჩამოყალიბებულ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის იმართებოდა, რომელიც დაფუძნდა და ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს იყო ბრძოლა პარლამენტისთვის და ასევე მთავრობის კონტროლისთვისაც. მე და სენატორი რიში რამდენიმე საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ.

ჩვენ შევთანხმდით საერთაშორისო შეფასებაზე, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და „ქართული ოცნება“ იყო გამარჯვებული. მაგრამ ქვეყანაში წუხილი იყო იმის შესახებ, რომ სააკაშილი უარს იტყოდა ძალაუფლების დათმობაზე და ეს გამოიწვევდა ძალადობას, დაასრულებდა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოში მიმდინარეობდა. არჩევნების მეორე დღეს, მე და სენატორი რიში სასაუბროდ ვეწვიეთ ბატონ სააკაშვილს. მე ძალიან კარგად მახსოვს ვიზიტი მის სახლში.

ჩვენ დავსხედით და მივუთითეთ, რომ დემოკრატიის ფუნდამენტი, რომლისთვისაც მან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი იშრომა რვა წლის განმავლობაში, ძალაუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაცემა იყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მშვიდობიანად დატოვა ძალაუფლება“, – განაცხადა ჯინ ჰაშინმა.

|კონგრესმა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

7 იანვარს აშშ-ს კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად დაამტკიცა. ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

კონგრესის მიერ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. იმის გამო, რომ ყველა სოციალურ პლატფორმაზე ტრამპის ანგარიში დაბლოკილია, მიმართვა მისი თანაშემწის Twitter-ის ანგარიშით გავრცელდა.

თეთრი სახლის შტაბის მოადგილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ტრამპი ამბობს:

„არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, მაგრამ 20 იანვარს ხელისუფლების გადაცემა მოხდება. თუმცაღა, ეს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს წარმოადგენს, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ბრძოლისთვის რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ “.

Statement by President Donald J. Trump on the Electoral Certification:

“Even though I totally disagree with the outcome of the election, and the facts bear me out, nevertheless there will be an orderly transition on January 20th. I have always said we would continue our…

— Dan Scavino🇺🇸🦅 (@DanScavino) January 7, 2021

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით

 

თეგები: ამერიკის ბნელი ღამეკაპიტოლიუმიშტურმი კაპიტოლიუმში

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კაპიტოლიუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია

იანვარი 18, 2021
1.3k
მთავარი ამბავი

FBI-მ კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში, 160-ზე მეტი საქმე აღძრა

იანვარი 13, 2021
789
მთავარი ამბავი

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57% ტრამპის დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა – კვლევა

იანვარი 9, 2021
785

ბოლო განახლებები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები – კახა კუჭავა

იანვარი 28, 2021
761

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ნატოს წევრობასთან ბევრად უფრო ახლოსაა

იანვარი 28, 2021
761

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელებს

იანვარი 28, 2021
767

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება

იანვარი 28, 2021
766

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

იანვარი 28, 2021
765

მიმოხილვა

რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურ შტამზე – მიმოხილვა

იანვარი 27, 2021
876

გამარჯვება 12 წლის შემდეგ – საქართველოს გზა სტრასბურგამდე – აგვისტოს ომის ქრონოლოგია მოკლედ

იანვარი 21, 2021
2k

რა ვიცით COVID-19-ის იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება

იანვარი 11, 2021
14.2k

ბოლო სტატიები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები – კახა კუჭავა

იანვარი 28, 2021

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

© 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია