Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 87 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსი 87,331,742 ადამიანმა დაამარცხა. კოვიდით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 111,962,826-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2,478,165 ადამიანი.