Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო როდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდის 112,024,400 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 2,479,248 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 87,390,704-ს შეადგენს.