ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მოუწოდებს მთავრობის ხათრით თუ არა, ექიმების ხათირთ მაინც დაიცვან წესები. ამის შესახებ მან საკოორდიანციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან დისტანცია, რადგან ჩვენს ექიმებს ნამდვილად სჭირდებათ გაფრთხილება. ისინი აკეთებენ ნამდვილად გმირულ საქმეს, შესაბამისად, თუ მთავრობის ხათრით არა, თუ იმ რწმენით არა, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს და მომაკვდინებელია, ექიმების პატივისცემით მაინც გავაკეთოთ ეს ყველაფერი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.