“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დაკავების შემდეგ, სავარაუდოდ, ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს.
ადგილზე უკვე მივიდნენ ნიკა მელიას ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავების პროცესში იყო დარღვევები.
ცნობილია, რომ ნიკა მელიას ორთაჭალიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.