„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება.
მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი შემაშფოთებელს უწოდებს.
„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველანი ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს არ არის ის, რაც ავტომატურად ხდება”, – წერს კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
I watched this raid live. As the Co-chair of the Country of Georgia caucus, I am very concerned. We just introduced again the Georgia Support Act. That is not something that is automatic. https://t.co/gWj2r8fbHF
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021
ბრიტანეთის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მარკ კლეიტონი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„შოკირებული ვარ ენმ-ს ოფისში დღეს განვითარებული მოვლენებით. ძალადობა და ქაოსი თბილისში არის უკანასკნელი რამ, რაც ახლა საქართველოს სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით – ახლაც და უახლოეს დღეებშიც,” – წერს მარკ კლეიტონი.
აღსანიშნავია, რომ კლეიტონმა ტვიტი თავიდან ინგლისურ ენაზე დაწერა. შემდეგ კი ბრიტანეთის ელჩმა მას ქართული თარგმანიც დაურთო.
შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებ სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებულად იმოქმედონ ახლა და მომდევნო დღეებში. https://t.co/8hlupMnfQf
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დიპლომატი მაიკლ კარპენტერიც ეხმაურება.
„საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან სამწუხაროა, სადაც ოპოზიციის სათაო ოფისის შტურმი მოხდა. იმედია ცივი გონების მქონე ადამიანები გაიმარჯვებენ და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ ისევ შესაძლებელია“,- აცხადებს მაიკლ კარპენტერი.
Very unfortunate developments in the Republic of Georgia with the storming of the opposition party’s HQ. Hoping cooler heads will prevail and the situation can still be de-escalated.
— Michael Carpenter (@mikercarpenter) February 23, 2021
„ძალიან სევდიანი დღე“, – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
Very sad day in Georgia. https://t.co/8JUJM7h6EB
— Ian Kelly (@ikelly731) February 23, 2021
ლიეტუვის საგარეო მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ძალადობა პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა არ არის.
„სამწუხაროა იმის დანახვა, თუ რა ხდება ამ დილით თბილისში. ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეუძლიათ, თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდნა. თავშეკავებამ და დემოკრატიის ერთგულებამ უნდა გაიმარჯვოს!“,- წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
Worried to see what’s happening in Tbilisi this morning. Violence is not the way to resolve political disagreements. I hope our Georgian friends can avoid plunging into a deeper crisis. Restraint and commitment to democracy must prevail.
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) February 23, 2021
დღის სამწუხარო დასაწყისი თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები,“- წერს დიპლომატი.
Unfortunate start of the day, seeing the developments at the opposition party office in #Tbilisi. Call for restraint on all sides for the sake of the future of #Georgia. Violence & escalation can produce no positive outcomes.
— Andrius Kalindra (@a_kalindra) February 23, 2021
გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან!,- ასე ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი დღეს განვითარებულ მოვლენებს.
„გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
Let's wake up. Let's ring the bells&react. Democracy is under attack! Using gas&violence like Putin once. Ivanishvili regime should pay the price! @TomTugendhat @RepGregoryMeeks @RihardsKols @MarekKuchcinski @BogdanKlich @PavelFischer @markomihkelson @n_roettgen @mikercarpenter https://t.co/8JewFsjUhz
— ŽygimantasPavilionis (@ZygisPavilionis) February 23, 2021
ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი:
„ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, – წერს რინკევიჩსი.
Closely following developments in #Tbilisi #Georgia, I call on both the government and the opposition to show restraint, engage in political dialogue in order to resolve the current political crisis
Police Storm UNM Office, Detain Nika Melia https://t.co/8CgPQOhFnw via @CivilGe
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) February 23, 2021
ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი:
„უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. ქართველებისთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი იქნება ამაში. კრემლი იყურება“,- წერს ჰოჯესი.
A huge step backwards for Georgia. The only people benefitting from this are in the Kremlin and Mr Bidzina and his closest circle of enablers. Nothing good in this for Georgians, especially young people. I hope President Biden will come out strong on this. Kremlin is watching. https://t.co/3wm6wCCOUQ
— Ben Hodges (@general_ben) February 23, 2021
ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი:
„ღრმად შეშფოთებული [ვარ] საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისებზე შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მათ აქვთ. საქართველოში დემოკრატიისთვის ეს კრიტიკული მომენტია“,- წერს მარკო მიჰკელსონი.
Deep concern about developments in #Georgia. Storming opposition offices and arresting opposition leaders are incompatible with aspirations which Georgian Goverment claims it has. This is a critical moment for the democracy in Georgia.
— Marko Mihkelson (@markomihkelson) February 23, 2021
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში:
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი:
„უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა საქართველოში, ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში პოლიცია შეიჭრა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვა უნდა იყოს პირობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის და ინტეგრაციის“, – წერს ბილდტი.
Extremely disturbing developments in 🇬🇪 as the opposition party Hq is stormed by policy and its leader arrested. Firm adherence to the rule of law must be a condition for closer 🇪🇺 cooperation and integration. https://t.co/QCXe7bokIV
— Carl Bildt (@carlbildt) February 23, 2021
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი ამბობს, რომ მთავრობას პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება ევალება, ნაცვლად ამისა კი ოპოზიციური პარტიის ოფისში შტურმი მოაწყო და პარტიის ლიდერი დააკავა.
„საქართველოში სიტუაცია ძალიან სერიოზულადაა. მთავრობას ევალება პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, ამის ნაცვლად აღმაშფოთებელი შტურმი მოაწყვეს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში და დააპატიმრეს მისი ლიდერი. ასეთი საქციელი მიუღებელია. ამით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. საჭიროა სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს საქმეში”, – წერს კოფი.
აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი:
„ნავალნის დაპატიმრება პირველი ტესტი იყო. მიანმარი მეორე. საქართველო მესამეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაიდენმა პირობა დადო რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დონის ასამაღლებლად მეტს გააკეთებს. ახლა დროა, რომ სიტყვებს ქმედებები შევუსაბამოთ. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად 2019 წელს ვიმოგზაურე. მას იქ გავლენის მოხდენა შეუძლია“,- წერს მაკფოლი.
Navalny arrest was first test. Myanmar second. Georgia is now third. In words, Biden has pledged to do more to advance democracy and human rights. Now it's time to match those words with deeds. Biden knows Georgia. I traveled there with him in 2009. He can have an impact there. https://t.co/gNaFqN63K9
— Michael McFaul (@McFaul) February 23, 2021
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი:
„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას,“- წერს აპატურაი.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი:
„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.
What’s happened in #Georgia 🇬🇪 today is very worrying.
The first to lose out are the Georgian people.
I urge restraint and for Georgia not to backtrack. We stand with those defending the rule of law and democracy in Georgia.— Anders Fogh Rasmussen (@AndersFoghR) February 23, 2021
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი:
„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების ხელშეკრულების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ამ ყველაფრის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს”, – წერს ლინკევიჩუსი.
Concerned about tentions in #Georgia. Our friends have achieved a lot: frontruners implementing #AA/DCFTA, one of #NATO's most active partners. Would be irresponsible to waste it all. All leaders must show restraint and be guided primarily by the interests of the State.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) February 23, 2021
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„ესტონეთი მკაცრად გმობს ძალადობრივ შტურმს ოპოზიციური პარტიის ოფისზე და პოლიტიკური ვითარების ესკალაციას თბილისში. თავშეკავებისა და პოლიტიკური დიალოგისკენ დაბრუნებისკენ მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება მომავლისთვის”, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Estonia strongly condemns the violent storming of the opposition party office & escalation of the political situation in #Tbilisi GE🇬🇪I call on the Govt and the opposition to exercise restraint & return to political dialogue. It´s critical to make right decisions for the future!
— Estonian MFA 🇪🇪 (@MFAestonia) February 23, 2021
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე