„ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მეგობრებმა 30 წლის მონაპოვარი – პარლამენტი ჩამოანგრიეს.
„ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მეგობრებმა პარლამენტი ჩამოანგრიეს, რომელიც 30 წლის მონაპოვარი იყო ამ ქვეყნის მოსახლეობის.
მე მინდა, რომ ამაში მონაწილეობა არ მივიღო, გავემიჯნო ამ პროცესს. პარლამენტი არ არის, იქ ვერ შევალ.
ჯერ ჩემი ამოცანაა, პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი მიზნის მისაღწევად, იქ კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი, ამათზე კიარ ვნერვიულობ“, – განაცხადა ხვიჩიამ.