89 ხმით 2-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანომ მინისტრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით მოუსმინა. გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.