“რა თქმა უნდა, უმთავრესი არის ის რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავების დროს, პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა.
“რა თქმა უნდა ჯობდა, რომ ნიკანორ მელია დამორჩილებოდა კანონს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მან ეს მოისურვა, ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომ უნდა შემდგარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა. პოლიციამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. პრაქტიკულად არაა დაზიანებები. მცირედი ტრამვებია მხოლოდ, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მით უმეტეს არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, რო დღეს უკვე გაეწერებიან ბინაზე.
რა თქმა უნდა უმთავრესი არის ის რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.