ქუთაისში 75 წლის მამაკაცი დაიკარგა. ანზორ ლემონჯარიას ახლობლები მესამე დღეა ეძებენ.
„ქუთაისში ონკოლოგიურ კლინიკაში გვყავდა და იქიდან გამოსვლის დროს დაიკარგა“, – ამბობს ანზორ ლემონჯარიას შვილიშვილი.
მათი თქმით, მამაკაცს მეხსიერების პრობლემა აქვს. 27 ნოემბერს 23:00 საათზე ის ყინულის მოედანთან შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.
მოხუცს ეცვა შავი პულოვერი, შავი შარვალი და შავი ქუდი. ოჯახი საკონტაქტო ინფორმაციასაც ავრცელებს.
რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით 112- ს ან დარეკეთ ნომერზე – 551 66 66 19
ავტორი: კესო მოლაშხია