საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბერიდან ამოქმედდება და ძალაში 31 იანვრის ჩათვლით იქნება.
28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით
|შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე:
- ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;
|გამონაკლისი:
გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე – ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე და 6 იანვრის ღამეს გადაადგილება ნებადართულია.
- შეიზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
|გამონაკლისი:
მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
- დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.
|სათხილამურო კურორტებზე ასევე:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
- ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
|კვების ობიექტები
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
- პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
- „დელივერი“
- „დრაივი“
|კულტურული და გასართობი ღონისძებები
- ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
- იზღუდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
- ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
|სავაჭრო ობიექტები
- სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
- ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
|სასწავლო დაწესებულებები
- სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
- კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
24 დეკემბერი -2 იანვარი – შეზღუდვების შემსუბუქება
|24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
|3 იანვარი – 15 იანვარი
3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
- ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
- აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
- არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
|16 იანვარი – 31 იანვარი
16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
- სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
- საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
- სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
- დელივერსა და გატანის სერვისებს;
- სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
- ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
- აგრარული ბაზრობის მუშაობას
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.
სოციალური დახმარების პაკეტი
შეზღუდვების პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც:
- საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო მიეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას.
- 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.
- 1-ელი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი).
- სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი).
- 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის შვილი, ასევე გადაეცემათ 100-100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში.
იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.