fbpx
09/03/2021
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რა მოხდება, თუ პრეზიდენტობის ვადის დასრულების მიუხედავად დონალდ ტრამპს იმპიჩმენტს მაინც გამოუცხადებენ – ეს ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება

23:28 თებერვალი 10, 2021
წაკითხვის დრო:1წუთში წასაკითხი
A A
0
1.9k
ნახვა

დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

კერძოდ, 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. მაშინ კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.

ამ თემაზე დეტალურად: როგორ დაიწყო და რატომ ვერ მოახერხეს ტრამპის გადაყენება – იმპიჩმენტის ქრონოლოგია

ამჯერად კი დონალდ ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო,  ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარეს 9 დემოკრატი კონგრესმენი წარმოადგენს.

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით იმპიჩმენტის პროცესი სენატში ოთხშაბათს განახლდება და სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ეს აშშ-სთვის უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა სენატი თანამდებობიდან გადამდგარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს.

|როგორ მიმდინარეობს სენატში სასამართლო პროცესი

სენატში მიმდინარე სასამართლო პროცესი მთლიანად პოლიტიკური ხასიათისაა. პროცესის დასასრულს სენატის ორივე პალატას (რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს) ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა.

დონალდ ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო იქნება ხმების ორი მესამედი, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება სულ მცირე 17 რესპუბლიკელის ხმა.

იმ შემთხვევაში, თუ სენატი დონალდ ტრამპს დამნაშავედ ცნობს, მომდევნო ნაბიჯი იქნება ყოფილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი თანამდებობის დაკავების აკრძალვა, რისთვისაც სენატის უმრავლესობის თანხმობა საკმარისია.

|თარიღები – როდის რა მოხდება

სამშაბათს, 8 თებერვალს სენატში უკვე გაიმართა პირველი პროცესი, სადაც აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო. პროცესის კონსტიტუციურობის დადგენა საჭირო იყო, რადგან დონალდ ტრამპს აღარ უჭირავს თანამდებობა.

9 თებერვალს სენატის ორივე პალატას ცალ-ცალკე 16 საათი მიეცა, რათა შესაბამისი მტკიცებულებები წარმოედგინა.

ამის შემდეგ მათ შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ დებატების გამართვასა და მოწმეების წარმოდგენას შორის.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი რამდენ ხანს გაგრძელდება სამართალწარმოება, თუმცა დემოკრატებს უნდათ რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს, რადგან მთლიანი ყურადღება აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუთმონ.

|როგორ იცავს ტრამპი თავს

დონალდ ტრამპის ადვოკატებმა, წაყენებული ბრალდება უარყვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმში თავისი სურვილით შეიჭრნენ და ტრამპს ისინი არ წაუქეზებია.

„ტრამპის განცხადებების დახასიათება როგორც „აჯანყების წაქეზება“ ნიშნავს, რომ იგნორირებულია მისი მოწოდებები, რომლითაც ის მოქალაქეებს ეუბნებოდა მშვიდობიანად  დაეტოვებინათ კაპიტოლიუმის შენობა“,- განაცხადეს ადვოკატებმა.

მათივე განცხადებით, FBI-ის დოკუმენტები ცხადყობს იმას, რომ აჯანყება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურია, რადგან მან აღარ უკავია თანამდებობა.

ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესს „პოლიტიკურ თეატრი“ და „თავხედური პოლიტიკური აქტი“ უწოდეს, რომელიც მიზნად „პოლიტიკური ოპონენტისა და უმცირესობის პარტიის გაჩუმებას“ ისახავს.

შესაძლებელია ტრამპის გასამართლება ახლა, როცა ის თანამდებობას აღარ იკავებს?

აშშ-ს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა პირველად ხდება, ასე რომ ამის შესახებ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი.

რიჩარდ ნიქსონის იმპიჩმენტის პროცედურა დასრულდა 1974 წელს მაშინ, როდესაც მან თანამდებობა დატოვა.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესზე მის გამართლებას გამოეხმაურა

თებერვალი 14, 2021
797
მსოფლიო

აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

თებერვალი 14, 2021
886
მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონსტიტუციურად ცნო

თებერვალი 10, 2021
845

ბოლო განახლებები

მარტვილის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაჰყავთ

მარტი 9, 2021
903
Director General Christian Danielsson speaks at a press conference during the Western Balkans Summit in Poznan on July 4, 2019

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის წარმომადგენელი დანიშნა

მარტი 9, 2021
789

თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობების წინააღმდეგი ვარ – ლაშა პაპაშვილი

მარტი 9, 2021
785

“ისე გადადგა, ამ საქმის გაკეთება ვერ მოვასწარით “ – პაპაშვილი გიორგი გახარიაზე

მარტი 9, 2021
793

პრეზიდენტმა ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

მარტი 9, 2021
856

მიმოხილვა

არის თუ არა ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა – რა ხდება სომხეთში (მიმოხილვა)

მარტი 1, 2021
1.3k

უცხოური მედია ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება

თებერვალი 23, 2021
981

განახლებადი: ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

თებერვალი 23, 2021
928

ბოლო სტატიები

მარტვილის ეპარქიაში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაჰყავთ

მარტი 9, 2021

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია