თქვენ იცით, რომ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში იყო შესული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოვალე იყო შეესრულებინა ეს გადაწყვეტილება, რაც მათ გააკეთეს კიდეც,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავალესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს.
„პოლიციელებმა ძალიან მაღალ, პროფესიულ დონეზე შეასრულეს ეს გადაწყვეტილება და კანონი აღსრულდა. მადლობა მინდა ვუთხრა შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული სპეცოპერაციისთვის“,- განახცადა სუბარმა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.