იყო რამდენიმე სიგნალი, რომ კოვიდით რეინფიცირება მოხდა. ადამიანი ამბობდა, რომ მას ინფექცია ჰქონდა და მეორედ დაემართა. ჩაღრმავებული კვლევით ვერ დადასტურდა, რომ მეორედ დაემართა, – ამის შესახებ პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდის ახალი შტამი ჯერჯერობით ერთადერთ ადამიანს დაუდასტურდა.
„ახალ შტამზე ყველა პაციენტს ვერავინ გასინჯავს, რადგან რთული მეთოდია. მსოფლიოში არსად სინჯავენ ან სინჯავენ ამორჩევით, ვისაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჯერჯერობით ერთის მეტი არ დადასტურებულა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.