იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა,- ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ჩემთვის არ ვიბრძვი, იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა. მოქმედი პრეზიდენტისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
I’m not fighting for me, I’m fighting for the 74,000,000 million people (not including the many Trump ballots that were “tossed”), a record for a sitting President, who voted for me!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 30, 2020