fbpx
27/02/2021
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წამოვიდნენ მძიმე პაციენტები, უკიდურესი ზომები იქნება მისაღები, თუ ასე გაგრძელდა – მარინა ენდელაძე მოსახლეობას აფრთხილებს

12:23 ივლისი 24, 2020
წაკითხვის დრო:1წუთში წასაკითხი
A A
0
3.7k
ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო, შესაძლოა, კვლავ რეგულაციების გამკაცრებისა და კარანტინის გამოცხადების აუცილებლობის წინაშე დადგეს. ვირუსის მომატებული შემთხვევები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება, მიანიშნებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, რომ ზაფხულში ასეთი მონაცემებით ინცირებულთა რაოდენობის  ზრდას არ ელოდა. მისი თქმით, საქართველო ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„ქვეყანაში ნამდვილად ძალიან რთული ვითარება გახლავთ.  ასეთ ვითარებას ამ პერიოდისათვის არ ველოდით, ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს ყველაფერი მაინც მოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა. მე სრულიად ვეთანხმები პოზიციას, რომ გარდაბნის სოფლები უნდა დაიკეტოს, თორემ ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან დრამატულად განვითარდება სიტუაცია.

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კორონავირუსი არ არის მსუბუქი ინფექცია. ეს მართლაც მძიმე ინფექციაა და ნურავის ჰგონია, რომ ვირუსი კლინიკურად მაინცდამაინც გამოკვლეული, რომ არ არის, ლაბორატორიულ მონაცემებში ცვლილებები არ აქვთ. აი, ეს არის ამ დაავადების სივერაგე, რომ კლინიკურად ცვლილება არ იკვეთება, ხოლო ლაბორატორიულ მონაცემებში სივერაგეა. რას ტოვებს ვირუსი ორგანიზმში, არავინ იცის”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კითხვაზე, რამდენად დიდია შანსი, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მასშტაბით რეგულაციები კვლავ გამკაცრდეს და  კარანტინი გამოცხადდეს? ენდელაძე გვპასუხობს:

“თუ ასე გაგრძელდა, მისაღები იქნება მაქსიმალურად უკიდურესი  ზომების მიღება, რათა ამ დაავადების განვითარება არ მოხდეს. თორემ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა პირველ ტალღას გადააჭარბებს, ვითარება ცოტა რთულად იქნება.

თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნიღბებითაც ნაკლებად დადის. უკვე ძალიან სერიოზული თავშეყრები ხდება და ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დაიწყო ძალიან ადრე მეორე ტალღა. თუ რეგულაციები  არ გამკაცრდა და ჩვენმა მოქალაქეებმა არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ყველამ ვიაროთ ნიღბით და ყველამ დავიცვათ ხელის დაბანის წესი, რა თქმა უნდა, რეგულაციები გამკაცრდება.

თუ ისე წავიდა საქმე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენც ვეღარ მოვათავსეთ პაციენტები კლინიკებში, დამერწმუნეთ, რომ იქნება მაღალი ლეტალობა. იმის გარკვევა ბინაზე  ვინ, როგორ იქნება და როდის დამძიმდება, არავინ იცის.

ამდენად, ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით და როგორმე შევძლოთ, რომ გადავრჩეთ. ძალიან დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეკონომიკას ის, რომ კიდევ ერთხელ ჩასაკეტი  გახდეს ყველაფერი. სხვათაშორის, ბოლოს შემოსული უსიმპტომო პაციენტები მძიმეები არიან. სიმძიმე წამოვიდა უფრო მეტი. იყო წამოსული ტენდენცია უფრო შემსუბუქებისკენ, მაგრამ ორი-სამი დღეა ზედაპირული დაკვირვებით ასეა“,- განაცხადა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გაზრდილი შემთხვევების გამო, ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი.  ამ დროისთვის ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-ს შეადგენს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: მარინა ენდელაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ვერ გეტყვით, რომ წყლის ჭავლი ვირუსს აქეთ-იქით გადაიტანს, ალბათ, არ უნდა მივიყვანოთ საქმე წყლის ჭავლის გამოყენებამდე – მარინა ენდელაძე

ნოემბერი 9, 2020
1.1k
მთავარი ამბავი

პანდემიის პერიოდში ასეთი ხალხმრავალი შეკრებები კატეგორიულად არ შეიძლება – მარინა ენდელაძე

ნოემბერი 7, 2020
787
საზოგადოება

თბილისის ჩაკეტვა არ არის საჭირო – მარინა ენდელაძე

ოქტომბერი 20, 2020
826

ბოლო განახლებები

ქუთაისში მერიის შენობასთან გზა გადაკეტეს – აქტივისტები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

თებერვალი 27, 2021
766

ოზურგეთი-ნატანების სარკინიგზო მაგისტრალზე, ელექტროსადენები მოიპარეს

თებერვალი 27, 2021
764

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის – გია ვოლსკი

თებერვალი 27, 2021
763

ნიკა მელია შეცდა, პარლამენტში რომ არ შეიჭრა – მურმან დუმბაძე

თებერვალი 27, 2021
763

დიდი ალბათობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „ფაიზერს” დაასწრებს – ამირან გამყრელიძე

თებერვალი 27, 2021
765

მიმოხილვა

უცხოური მედია ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება

თებერვალი 23, 2021
926

განახლებადი: ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება

თებერვალი 23, 2021
899

როგორ დასრულდება COVID-19 – მიმოხილვა სხვა პანდემიების მაგალითზე

თებერვალი 23, 2021
850

ბოლო სტატიები

ქუთაისში მერიის შენობასთან გზა გადაკეტეს – აქტივისტები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ

თებერვალი 27, 2021

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია