რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომავალი კვირიდან რუსეთში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა. მთავრობის სხდომაზე პუტინმა ვაქცინის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„გთხოვთ, შემდეგი კვირიდან დაიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია მთელი მოსახლეობისთვის და მოამზადოთ სამუშაოების შესაბამისი გრაფიკი, როგორც ეს ხდება სხვა ინფექციების დროს, მაგალითად გრიპის დროს. მადლობა ღმერთს, ჩვენს ვაქცინას ტრანსპორტირებისთვის რამე განსაკუთრებული პირობები, როგორიცაა -50 ან -70 გრადუსი, არ სჭირდება, ჩვენთან ყველაფერი გაცილებით იოლადაა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „სპუტნიკ V“-ით, მოსახლეობის ვაქცინაცია რუსეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო.